воскресенье, 29 апреля 2012 г.


პროექტის სახელწოდება.   როგორ გავხდეთ უფრო მეტი?!
პროექტის მთავარი იდეა. მონაცემთა შეგროვება სტატისტიკური დამუშავების შესახებ კლასში უნდა გაკეთდეს ინოვაციური განსხვავებული პროექტი რას შემომთავაზებთ? (კითხვით მივმართავ კლას და ველოდები იდეებს) დისკუსია ეწყობა კითხვის ირგვლივ ყოველი იდეა ძვირფასია ვალაგებთ მონათესავე თემებზე. ვჯერდებით ერთ პროექტზე და შეთანხმების მიხედვით მთელი კლასი ღებულობს მონაწილეობას ყველა მოსწავლის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. შევიმუშაოთ პროექტის გეგმა გადავინაწილოთ ფუნქციები.
                                              
პროექტის აქტუალობა: სტატისტიკური აზროვნების განვითარება. არსებული მონაცემების „ოკეანეში’’ სწორი ორიენტაციისა და დასკვნების გაკეთება.მოსწავლის ენთუზიაზმის გაძლიერება, მათემატიკისადმი ინტერესის აღძვრა. მოსწავლეების მოტივირება, რომ ისინი გახდნენ მომავალი მრავალშვილიანი მშობლები.
პროექტის მიზნები: აზროვნების უნარის განვითარება. მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება. ურთიერთანამშრომლობა. ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება. მონაცემთა მოპოვება დამუშავება, ისტ.გამოყენება.
მოსწავლეთა ასაკი:    14-15წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: პირველადი მონაცემები სამშობიარო სახლიდან და საავადმყოფოდან, საპატრიარქოდან, დიაგრამებისა და ჰისტოგრამებისათვის სახელმძღვანელო(ვეფხვაძე,გოგიშვილი)XIკლასი, ტაძრიდან პატრიარქის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ნათლულებთან დაკავშირებით(შეიძლება ვიდეო ფაილების მოძიება).წარმოდგენილი მონაცემები დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმიტით დალაგებული და ინტერპრეტირებული. მსჯელობა-დამტკიცების და ანალიზის ამსახველი დოკუმენტაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქაღალდე, ფურცლები, კალმები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: კლას ვყოფ 3ჯგუფად თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
    პირველი ჯგუფი სამშობიარო სახლიდან იღებს მონაცენებს ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობის შესახებ დაამუშაონ მონაცემები სტატისტიკურად ააგონ დიაგრამები და გააკეთებენ შუალედური პრეზენტაცია. შემდეგ ეტაპზე გამოიკითხონ საშუალოდ 50 მოქალაქე:
როგორ ესახებათ შობადობის ზრდა?
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული?
ხელშემშლელი მიზეზები?
(წინასწარ მომზადებული კითხვების საშუალებით) და ასე შემდეგ.....    დაამუშაონ გამოკვეთონ ძირითადი მიზეზები თუ პრობლემები. ისევ გააკეთონ პრეზენტაცია პერიოდულად ჩამაბარონ ანგარიში თითოეული მოსწავლის აქტიურობასთან დაკავშირებით.
    მეორე ჯგუფი საავადმყოფოდან იღებს მონაცემს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობას თვეების მიხედვით ბოლო ორი წლისას ჩვენს ქალაქში. მონაცემის მისაღებად ჯგუფის წევრებმა ფუნქციები უნდა გადაინაწილონ მონაცემები დაამუშაონ დიაგრამები ააგონ.   შემდეგ ეტაპზე მოამზადონ კითხვარი და გამოიკითხონ მოსახლეობიდან საშუალოდ 50მოქალაქე გამოკვეთონ პრობლემები  სიკვდილიანობის მიზეზეის შესახებ. გააკეთონ პრეზენტაცია და ჩამაბარონ შუალედური ანალიზი.
მე-3 ჯგუფი პატრიარქის ნათლულების შესახებ საპატრიარქოდან იღებენ მონაცემებს. ამუშავებს ცხრილებით მონაცემებს. მაბარებენ შუალედურ ანალიზს. შემდეგ ეტაპზე აკეთებენ ქალაქის მაშტაბით გამოკითხვას რამდენი პატრიარქის ნათლული გვყავს ქალაქში.
შემდეგ ეტაპზე სამივე ჯგუფი შეაჯერებს საკუთარ აზრებს,მონაცემებს ადარებენ შედარების ანალიზს ვეწრები და ურთავენ პროექტს ამ შეხვედრის მასალებს.პრობლემის გამოვლენას და მისი მოგვარების რეალურ იდეებს მოსწავლეები ალაგებენ ერთიან ჯგუფში. აკეთებენ ბუკლეტებს კედლის გაზეთებს საბოლოო პრეზენტაციას ესწრება კვლევა დაინტერესებული ადამიანი შეზღუდვების გარეშე.  მათი დაინტერესება და რეკლამაც ევალებათ მოსწავლეებს შეუძლიათ მოსაწვევები დამზადონ(მე-6 კლასი ისტ.სახელმძღვანელო) მოსწავლეებს რომლებსაც აქვთ ხატვის ნიჭი ვავალებ ვიზუალური მხარის დამუშავებას,იმ მოსწავლეებს რომლებსაც კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის უნარი აქვთ განვითარებული გააფორმონ დიაგრამები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით.

საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მათემატიკა/ ისტ
პროექტის ხელმძღვანელი: მედეა რურუა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:medearurua@mail.ru
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგები: